მემორანდუმი ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო ფონდს შორის #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა კიდევ ერთი პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან გაფორმდა, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს, წელს კი მოდერნიზდა.
თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი და ცენტრი ერთობლივად შეუწყობენ ხელს ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების განვითარებას.
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიზანია მომავალი ოლიმპიური ჩემპიონების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულთა გამოვლენა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.