მემფის დეპაი - „ბარსელონას“ ტიტულებისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია #1TVSPORT
კატალონიური კლუბის ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, მემფის დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი დანებებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა (0:3).
„ბაიერნთან“ ჩატარებული მატჩის შედეგმა, რა თქმა უნდა, გული დაგვწყვიტა, – ციტირებს AS მემფის დეპაის სიტყვებს. – ჩვენ ამ მარცხმა გაკვეთილი უნდა გვასწავლოს.
ახლა მობილიზება გვმართებს, რომ ჯგუფში არსებული მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ. ღრმად ვარ დაწრმუნებული, „ბარსელონას“ კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტიტულისთვის იბრძოლოს. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ, წინ ბევრი მატჩია!“.
ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მემფის დეპაიმ, სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.