ბაზელში მემარჯვენე და მემარცხენე აქტივისტების დემონსტრაციების დროს შეტაკება მოხდა [ვიდეო]
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მემარჯვენე და მემარცხენე აქტივისტების დემონსტრაციების დროს შეტაკება მოხდა. ულტრამემარჯვენე პარტია PNOS (ნაციონალური ორიენტაციის მქონე შვეიცარიელების პარტია) გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს აპროტესტებდა. ნაციონალისტების მსვლელობის წინააღმდეგ კი ბაზელის ქუჩაში მემარცხენე დემონსტრანტები გავიდნენ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა კანტონებიდან პოლიციის ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს, საპასუხოდ პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დაპირისპირებული ჯგუფების აქციების გამო ბაზელში რამდენიმე ქუჩა დროებით გადაიკეტა.