„მემარცხენე ალიანსი" და „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს
„მემარცხენე ალიანსი" და „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს

პოლიტიკური პარტიები „მემარცხენე ალიანსი” და „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.

ლიდერების განცხადებით, მათ პირველ ტურში კანდიდატი არ ჰყავდათ და გადაწყვეტილება პირადი სიმპატიით მიიღეს, მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ საჭიროა არჩევანი გაკეთდეს წინა ხელისუფლების სადისტურ წარსულსა და მომავალს შორის.

პარტიების ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აანონსებენ.