მელბურნში, რომელიც კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო ჩაკეტილი, მომავალი კვირიდან შეზღუდვები იხსნება
მელბურნში, რომელიც კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო ჩაკეტილი, მომავალი კვირიდან შეზღუდვები იხსნება

მელბურნში, რომელიც კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო ჩაკეტილი, მომავალი კვირიდან შეზღუდვები იხსნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს

ავსტრალიის 5-მილიონიან ქალაქ მელბურნში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად იყო ჩაკეტილი, მომავალ კვირას შეზღუდვების მოხსნა იგეგმება.

ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში კოვიდშეზღუდვები 2020 წლის მარტის თვეში დაწესდა და უკვე 262 დღეა მოქმედებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობის გამო, მელბურნის მოსახლეობისთვის აღარ იქნება სავალდებულო სახლში დარჩენა, ხოლო სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სტუმრობის საშუალებაც ექნებათ.

დატოვე კომენტარი