მელბურნში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები შეწყდა
მელბურნში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები შეწყდა

მელბურნში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ სამდღიანი საპროტესტო გამოსვლები დღეს დილიდან შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული ოდენობა – 1 850 ფაქტი გამოვლინდა.

მელბურნის ქუჩაში სამართალდამცველები პატრულირებენ. გასული დღეების განმავლობაში პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ძალადობის შემთხვევების ზრდის გამო, ორშაბათამდე დაიხურა ვაქცინაციის ცენტრებიც. პოლიციის ცნობით, აქციებში ულტრამემარჯვენე და ექსტრემისტული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი