მელბურნის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის სარჩელი დააკმაყოფილა და მას შეუძლია ავსტრალიია ღიაზე თამაში, მაგრამ სერბი ჩოგბურთელის დეპორტირებას იმგრაციის მინისტრი აპირებს #1TVSPORT
მელბურნის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის სარჩელი დააკმაყოფილა და მას შეუძლია ავსტრალიია ღიაზე თამაში, მაგრამ სერბი ჩოგბურთელის დეპორტირებას იმგრაციის მინისტრი აპირებს #1TVSPORT

მელბურნის სასამართლომ განიხილა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის აპელაცია მისი ავსტრალიური ვიზის გაუქმების თაობაზე.

მოსამართლე ენტონი კელიმ დააკმაყოფილა სერბის აპელაცია და მოითხოვა ჩოგბურთელის განთავისუფლება სასამართლო სხდომის დასრულებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ აეროპორტში ჯოკოვიჩს არ მისცეს ნორმალური შესაძლებლობა – წარმოედგინა ყველა საჭირო დოკუმენტი და კონსულტაცია გაევლო იურისტებთან.

ამასთან, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა გააფრთხილა მოსამართლე იმის თაობაზე, რომ იმიგრაციის სამინისტრო განიხილავს სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებას მინისტრის პირადი უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ჯოკოვიჩის დეპორტაცია მაინც მოხდება და მას სამი წლით აეკრძალება ავსტრალიაში შესვლა.