მელანია ტრამპი საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს.

„ამერიკის სული“ კაშკაშებს თეთრ სახლში! მოხარული ვარ, გაგიზიაროთ პატრიოტიზმის ეს ლამაზი გამოფენა და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ, საშობაო სეზონის სილამაზეს ეზიაროთ“, – წერს მელანია ტრამპი.

ტრამპების ოჯახი თეთრ სახლში შობას უკვე მესამედ აღნიშნავს. მიმდინარე წელს თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებში ამერიკის დროშის შესაბამისი ორნამენტები ჭარბობს. როგორც მელანია ტრამპმა მანამდე აღნიშნა, თეთრი სახლის გაფორმებაში მას უამრავი მოხალისე ეხმარებოდა.

დეკემბერში თეთრი სახლი ათობით საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.