მელანია ტრამპი კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვებისთვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის სწავლებას ისახავს მიზნად
US First Lady Melania Trump announces her "Be Best" children's initiative in the Rose Garden of the White House in Washington, DC, May 7, 2018. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo credit should read SAUL LOEB/AFP/Getty Images)
აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვებისთვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის სწავლებას ისახავს მიზნად.
ინიციატივა „იყავი უკეთესი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სოციალური ქსელების პოზიტიური მიმართულების გამოყენების დანერგვას ემსახურება.
აშშ-ის პირველმა ლედიმ ამ ინიციატივის შესახებ როუზ გარდენში განაცხადა.
„ყველამ ვიცით, რომ სოციალური მედია შესაძლოა ორივე სახის გავლენის მქონე იყოს ჩვენს ბავშვებზე, მაგრამ უმეტესად ისინი ამას ნეგატიური გზით აკეთებენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პირველი ლედი ამბობდა, რომ კიბერბულინგის წინააღმდეგ მუშაობას გეგმავდა.