მეხის დაცემის შედეგად თურქეთში 12 მოზარდი დაშავდა

23:38, 05.05.2018

თურქეთში მეხის დაცემის შედეგად 12 მოზარდი დაშავდა. თურქული სააგენტო Daily Sabah-ის ინფორმაციით, ინციდენტი შირნაქის პროვინციაში მოხდა.

მედიასაშუალების ცნობით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც მეხი ხეს დაეცა.

ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი