მეხიკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე შეტაკებისას, სულ მცირე, 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი
მეხიკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე შეტაკებისას, სულ მცირე, 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი

მეხიკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკებისას, სულ მცირე, 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია „ჯენზი“ თაობის ახალგაზრდული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული.

დემონსტრაციები გაიმართა მექსიკის სხვა ქალაქებშიც. მომიტინგეების მცირე ჯგუფმა დაანგრია ეროვნული სასახლის გარშემო არსებული ღობეები, სადაც პრეზიდენტი ცხოვრობს, რამაც გამოიწვია პოლიციასთან შეტაკებები. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდამცველებმა აქციის, სულ მცირე, 20 მონაწილე დააკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ აქციები მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ იყო დაფინანსებული.