მეხიკოს საქალაქო კონგრესში დებატებისას დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

მეხიკოს საქალაქო კონგრესში გამჭვირვალობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ დებატებისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კონგრესის სხდომის დროს ოპოზიციური პარტიის, „ეროვნული მოქმედების პარტიის წევრებმა“ ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. ისინი გამჭვირვალობის ინსტიტუტის გაუქმებას აპროტესტებენ. ოპოზიციურმა ბლოკმა მმართველი პარტია „მორენა“ სამმხრივი გამჭვირვალობის ორგანოს შექმნის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ფიზიკური დაპირისპირებისა და არეულობის გამო სხდომა შეწყდა.