მეკარეს თავად ვუკარნახე, წინ წასულიყო - ჩრდილოეთ მაკედონიელთა მწვრთნელმა გაძევებული მეკარე არ გააკრიტიკა
მეკარეს თავად ვუკარნახე, წინ წასულიყო - ჩრდილოეთ მაკედონიელთა მწვრთნელმა გაძევებული მეკარე არ გააკრიტიკა

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ თავისი გუნდის მეკარე, სტოლე დიმიტრიევსკი არ გააკრიტიკა, რომელიც შეხვედრის 68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მოედნიდან გააძევეს და გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მეკარეს თავად უკარნახა, ბურთის მოსაგერიებლად წინ წასულიყო.

„ჩემი, როგორც მწვრთნელის პრინციპია, რომ პიროვნულად არავის ვაკრიტიკებ. ასე იქნება დიმიტრიევსკის შემთხვევაშიც. ამ ეპიზოდში თავად ვუკარნახე, წინ გასულიყო და ბურთი ფეხით მოეგერიებინა და რადგან სტადიონზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, ეს ყველამ გაიგო. კარგია, რომ დიმიტრიევსკის სასჯელი ევრო 2020-ის ფინალში არ გავრცელდება და 12 ნოემბერს საქართველოსთან გადამწყვეტ შეხვედრაში მისი იმედი გვექნება”, – განაცხადა ბალკანური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ჩრდილოეთ მაკედონია ევრო 2020-ის ფინალში 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს ესტუმრება – მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.