მეკარე, რომელიც ლურჯ ბარათს მიიღებს, შეიძლება წინა ხაზის მოთამაშით შეიცვალოს #1TVSPORT

08:01, 18.02.2024

ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღების შემთხვევაში ცნობილი გახდა მოქმედების წესი იმ მომენტისთვის, თუ მოედნიდან დროებით გააძევებენ მეკარეს.

თუ რომელიმე გუნდის კარის დარაჯი ლურჯ ბარათს მიიღებს, სამწვრთნელო შტაბს ექნება არჩევანი – მეკარის ნაცვლად 10 წუთი კარში დააყენოს წინა ხაზის მოთამაშე ან გაძევებული მეკარე მატჩის ბოლომდე შეცვალოს სათადარიგო მეკარით.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში აპირებენ ლურჯი ბარათის შემოღებას, რომლითაც უნდა ებრძოლონ ტაქტიკურ ჯარიმებსა და მსაჯებთან კამათს. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, ფეხბურთელს 10 წუთით გააძევებენ მოედნიდან.

საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭო (IFAB), რომელიც დაკავებულია საფეხბურთო წესების შემოღებითა და კორექტირებით, სავარაუდო სიახლეს ქალთა ფეხბურთსა და ქვედა ლიგებში გამოცდის.

მსგავსი