მეჯიქ ჯონსონი ისტორიაში მეოთხე მილიარდერი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი მეჯიქ ჯონსონი მეოთხე სპორტსმენია ისტორიაში, ვინც ერთი მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო, – იტყობინება გამოცემა Forbes-ი.
ჟურნალის მონაცემებით, 64 წლის ამერიკელის ქონება შეფასებულია 1.2 მილიარდ დოლარად. ჯონსონმა შეავსო მილიარდერი სპორტსმენების სია, რომელშიც შედიან NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი ლებრონ ჯეიმსი და გოლფში „მეიჯორის“ სერიის ტურნირების 15-გზის ჩემპიონი ტაიგერ ვუდსი.
ყოფილ კალათბურთელს ეკუთვნის წილი ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბ „ვაშინგტონ კომანდერსში“, MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესში“, ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) კლუბ „ლოს ანჯელეს დოჯერსში“ და ქალთა NBA-ის კლუბ „ლოს ანჯელეს სპარქსში“.