მეივეზერმა ხაბიბი გააკრიტიკა
მეივეზერმა ხაბიბი გააკრიტიკა

პროფესულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს მიაჩნია, რომ UFC-ის ტიტულის მფლობელი ხაბიბ ნურმაგომედოვი მკაცრად უნდა დაისაჯოს იმ ინციდენტისთვის, რომელიც კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის შემდეგ მოაწყო.

„მე კარგად არ ვიცნობ იმ ბიჭს, რომელმაც მაკგრეგორთან იჩხუბა, მაგრამ ვიცი, რომ მას წაგება არ აქვს. მაკგრეგორი ხისტი მეტოქეა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე გალიიდან ბრბოში გადახტა და დარბაზში ხალხს ეჩხუბა. ეს ძალიან არაპროფესიულია. დარწმუნებული ვარ, ის დიდ ჯარიმას მიიღებს. თუ მებრძოლი გალიიდან გარეთ გადის და სხვა ადამიანებთან ჩხუბს იწყებს, ეს დიდი თანხის უნდა ისჯებოდეს“ – მოჰყავს ლეგენდარული ამერიკელის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორთან სატიტულო ბრძოლის შემდეგ, მასიური ჩხუბი მოაწყო. სავარაუდოდ, რუს მებრძოლს თავისი ჰონორარიდან 250 ათას დოლარი დაექვითება.