კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ – ვინ რა ანაზღაურებას მიიღებს UFC 229-ზე

15:10, 06.10.2018
LAS VEGAS, NV - OCTOBER 05:  (L-R) Opponents Khabib Nurmagomedov of Russia and Conor McGregor of Ireland face off during the UFC 229 weigh-in inside T-Mobile Arena on October 5, 2018 in Las Vegas, Nevada. (Photo by Mike Roach/Zuffa LLC/Zuffa LLC via Getty Images)

ნევადას ათლეტების კომიტეტმა გამოაქვეყნა სია, თუ ვინ რამხელა თანხას მიიღებს UFC 229-ზე, სადაც მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ბრძოლის მონაწილეები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. მაკგრეგორი, ბრძოლის შედეგის მიუხედავად, 3,000,000 აშშ დოლარით გამდიდრდება, ხოლო ნურმაგომედოვი კი 2,000,000-ს აიღებს.

არც ერთი მათგანისთვის არ არის განკუთვნილი ბონუსი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თანხაში არ არის გათვალისწინებული შემოსავალი, რომელსაც UFC – PPW-თი, ანუ ბრძოლის სატელევიზიო და ინტერნეტ უფლებების გაყიდვით მიიღებს.

წარმოგიდგენთ ათლეტების შემოსავალს, რომლებშიც ასახულია ბრძოლებისათვის დადგენილი ანაზღაურება და მოგების შემთხვევაში განკუთვნილი ბონუსი –

ხაბიბ ნურმაგომედოვი ($2,000,000/$0)

კონორ მაკგრეგორი ($3,000,000/$0)

ტონი ფერგიუსონი ($150,000/$5,000)

ენტონი პეტისი ($145,000/$145,000)

ოვინს სენტ პრეუ ($86,000/$86,000)

დომ რეიესი ($45,000/$45,000)

დერიკ ლუისი ($135,000/$135,000)

ალექსანდრ ვოლკოვი ($75,000/$75,000)

მსგავსი