მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს
მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი პოლიციის მიერ მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას დააფინანსებს. ამის შესახებ დაწერა TMZ-მ. გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო მოკრივის დახმარება.

25 მაისს, ქალაქ მინეაპოლისში თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა 46 წლის ფლოიდის დაკავებისას ძალას გადაამეტა – მსხვერპლს ექვსი წუთის განმავლობაში მუხლს კისერში აჭერდა. ამის შემდეგ, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მღელვარება გამოიწვია.