მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს

გარდაცვლილი ექთნის, ბეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის, თეა გზირიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს.

მაყვალა გზირიშვილის თქმით, მისი შვილი სხვა მიმართულებით მუშაობდა და იმუნიზაციის პროცესში მოულოდნელად  ჩართეს.

„შეიძლება,უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასეო თქვი და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში და რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები, თუ რა სიკვდილია, ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის. ჩემი შვილი რამდენი წელია მუშაობს, იცის ნემსის გაკეთება და ყველაფერი, რატო შეტენეს ჩემს შვილს?“, – აცხადებს მაყვალა გზირიშვილი.

საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წარუდგინა.