პირველად საქართველოს მედიასივრცეში - მეგაპროექტ „მასტერშეფის“ პრემიერა სატელევიზიო ეთერამდე ერთი დღით ადრე ინტერნეტში
პირველად საქართველოს მედიასივრცეში - მეგაპროექტ „მასტერშეფის“ პრემიერა სატელევიზიო ეთერამდე ერთი დღით ადრე ინტერნეტში

პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად ონლაინ სივრცეში, „მასტერშეფის“ YouTube-არხზე სატელევიზიო ეთერამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, 23:30 საათზე, ქვეყნის მთავარი კულინარიული შოუს პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იმ დიდი ინტერესის გამო მიიღეს, რომელიც „მასტერშეფის“ მეორე სეზონის მიმართ საზოგადოებაში არის.

„მასტერშეფს“ ელოდება სრულიად საქართველო, მით უმეტეს ონლაინ სივრცე, რომელთაც თავისი დიდი კომუნა აქვთ ჩამოყალიბებული. ექსკლუზიურად ონლაინ მაყურებლისთვის, ვიდრე „მასტერშეფი“ კვირას გავა ეთერში, მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ დასრულებისთანავე იუთუბმომხმარებელს „მასტერშეფის“ პრემიერის ნახვა შეეძლება.

ეს იქნება პრემიერა ონლაინ და შემდეგ იქნება სატელევიზიო პრემიერა. ასეთი რამ საქართველოს მედიასივრცეში არ გაკეთებულა. ეს არის ექსპერიმენტი. ონლაინმაყურებელს ეძლევა მხოლოდ ორი საათი და შემდეგ ვიდეო არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა სატელევიზიო მაყურებელსაც ვცეთ პატივი და კვირას დაველოდოთ სატელევიზიო პრემიერას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტის, „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გრანდიოზული დასაწყისის სანახავად გამოიწერეთ „მასტერშეფის“ არხი „იუთუბზე“ და მოიწონეთ გვერდი „ფეისბუქზე“.

მასტერშეფი

დატოვე კომენტარი