მედვედევმა ინდიან უელსის „მასტერსის“ მესამე წრეში წააგო და რეიტინგში ლიდერობას დაკარგავს #1TVSPORT
სულ რაღაც სამი კვირა გაგრძელდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში რუსი დანიილ მედვედევის ლიდერობა. მან ინდიან უელსის „მასტერსზე“ მესამე წრის შეხვედრა ფრანგ გაელ მონფილსთან დათმო და განახლებულ კლასიფიკაციაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, პირველ ადგილს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუთმობს.
მონფილსმა სრულიად დამსახურებულად იმარჯვა რეიტინგის ლიდერთან მატჩში. ფრანგს ორჯერ მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – 14 შვიდის წინააღმდეგ. მან ხუთი ბრეიკი შეასრულა, მისმა მეტოქემ – მხოლოდ ორი. საბოლოოდ, მონფილსმა ორ საათსა და შვიდ წუთში 4:6, 6:3, 6:1 გაიმარჯვა.
ინდიან უელსის „მასტერსზე“ მორიგი სათამაშო დღის შემდეგ ოთხი მერვედფინალური წყვილი დაკომპლექტდა:
ალკარასი (ესპ, 19)-მონფილსი (საფ, 26)
ნორი (ბრიტ, 12)-ბრუქსბი (აშშ)
ნადალი (ესპ, 4)-ოპელკა (აშშ, 17)
სინერი (იტა, 10)-კირგიოსი (ავსტრა)