მედვედევი უიმბლდონზე არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს
მედვედევი უიმბლდონზე არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს

რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი უიმბლდონის მესამე წრის მატჩში არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს.

იგი ბელგიელ დავიდ გოფინთან ხუთ სეტში დამარცხდა. რუსმა ერთ-ერთი გათამაშების წაგების შემდეგ მსაჯს ყვირილი დაუწყო, ხოლო შემდეგ ჩოგანი დაამტვრია.

მედვედევი ჯარიმის სახით 5500 დოლარს გადაიხდის. მან მესამე წრეში გასვლისთვის 110 000 ათასი ფუნტი საპრიზო თანხა მიიღო.