მედლინ მუნი – თქვენი მტრები ეძებენ რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება
თქვენი მტრები ეძებენ რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა თბილსიში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გასაოცარია ის, რაც საქართველომ 30 წელიწადში მიაღწია.
„არა მხოლოდ მოქალაქეები გიყურებენ, გაკრიტიკებენ, მონიტორინგს უწევენ მედიასა და სასამართლო სისტემას, ასევე გიყურებენ თქვენი მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები, რისკები, რადგან გვინდა, უფრო ძლიერები იყოთ. თქვენი მტრები ეძებენ იმავე რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ. ჩვენ კი გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა მედლინ მუნმა.