მედიის ინფორმაცით, სირიაში ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე ორი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
მედიის ინფორმაცით, სირიაში ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე ორი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიაში ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე ორი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში, ევფრატის ფარის ოპერაციის ფარგლებში ტერორისტების მიერ თურქულ ჯავშანტრანსპორტზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ორი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა.

სამინისტროს ცნობით, დაჭრილები მახლობელ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ ტერორისტთა პოზიციები მყისიერად იქნა განსაზღვრული და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები განხორციელდა.

ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების ფორმირების აღკვეთის და მოსახლეობის მშვიდობიანი განსახლებისთვის თურქეთმა 2016 წლიდან მოყოლებული სამი სამხედრო ოპერაცია განახორციელა: ევფრატის ფარი (2016), ზეთისხილის რტო (2018) და მშვიდობის გაზაფხული (2019).