მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი კიევში მიიწვია
მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი კიევში მიიწვია

გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება და რუსეთის იმედები, განხეთქილება შეიტანოს ევროპის ერთიანობაში, უშედეგოა.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში მიიწვია.

გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ბილდის“ ჟურნალისტი, პოლ რონცჰეიმერიც, რომლის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსული უკან დატოვონ სამომავლო თანამშრომლობაზე ფოკუსირებისთვის.