მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაემუქრა, რომ სამომავლოდაც შეზღუდავს თურქეთის მიმართულებით ფრენებს, თუ ანკარა უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის
მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაემუქრა, რომ სამომავლოდაც შეზღუდავს თურქეთის მიმართულებით ფრენებს, თუ ანკარა უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაემუქრა, რომ სამომავლოდაც შეზღუდავს ფრენებს თურქეთის მიმართულებით, თუ ანკარა უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტის დროს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატის, „ბაირახტარის“ მიყიდვის შეჩერება მოითხოვა.

15 აპრილიდან რუსეთმა თურქეთთან ფრენები „კოვიდ-19“-ის მიზეზით შეაჩერა. თურქეთმა ათასობით რუსი ტურისტი დაკარგა, რომლებიც ქვეყანაში მაისის არდადეგების დროს ჩადიან. პირველ ივნისს რუსეთმა თურქეთთან ფრენების შეჩერება 21 ივნისამდე გაახანგრძლივა.