მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

16:54, 21.10.2022

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს.

ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.

მსგავსი