მედიის ინფორმაციით, უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელზე, იური შიგოლზე და მის მოადგილეზე.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობა 62 მილიონი გრივნის (დაახლოებით, 1, 72 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო სახსრების დაუფლებაში დაადანაშაულა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში მსხვილი კომპანიების ერთ-ერთი მფლობელი სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას გაურიგდა და მათ აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაუფლების სქემა შეიმუშავეს.