მედიის ინფორმაციით, თურქმენეთმა ავღანეთის საზღვართან მძიმე ტექნიკა გადაისროლა
თურქმენეთმა ავღანეთთან არსებულ საზღვარზე სამხედრო ძალების მძიმე ტექნიკა განალაგა.
აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Turkmen.news საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„9 ივლისის გამთენიისას სერჰეტაბადში ჩამოვიდა მატარებელი მძიმე სამხედრო ტექნიკით, რომელთა შორისაა ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვემეხები“, – აღნიშნავს სააგენტო.