მედიის ინფორმაციით, თურქეთში ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
მედიის ინფორმაციით, თურქეთში ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. როგორც  გამოცემა „საბაჰი“ იუწყება, კოორდინირებული სპეცოპერაცია 8 ოქტომბერს ანტალიაში ჩატარდა.

გამოძიებას სტამბოლის პროკურატურა აწარმოებს. სულ დაკავებულია რუსეთის ოთხი, უკრაინის ერთი და უზბეკეთის ერთი მოქალაქე. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ჩეჩნეთის ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების მომზადებასა და ამ მიზნით იარაღის მოპოვებაში.

როგორც თურქული მედია წერს, მათი ქმედებები შესაძლოა, შეფასებული იყოს, როგორც საერთაშორისო ჯაშუშობა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის კანონმდებლობით, „პოლიტიკური და სამხედრო ჯაშუშობა“ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი