მედიის ინფორმაციით, თურქეთმა ლიბიაში ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

13:44, 30.01.2020

თურქეთმა ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეები და ტანკები გაგზავნა. ლიბიის ტელეკომპანია „218“-ის ინფორმაციით, თურქი ჯარისკაცები ლიბიაში ორი სამხედრო ხომალდით ჩავიდნენ, კიდევ ერთმა სამხედრო გემმა კი, სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მაკრონის განცხადებით, ლიბიაში თურქული გემებით სირიელი დაქირავებული მებრძოლები ჩადიან და თურქეთი ლიბიის კონფლიქტში ერევა.

საპასუხოდ ანკარამ პარიზს ლიბიაში არსებულ არასტაბილურობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საფრანგეთმა ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

მსგავსი