მედიის ინფორმაციით, თურქეთის წყალქვეშა ნავი საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა
მედიის ინფორმაციით, თურქეთის წყალქვეშა ნავი საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა

თურქეთის წყალქვეშა ნავი საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო გამოცემა „არმი ვოისი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თურქულმა წყალქვეშა ნავმა კაფირეას სრუტე გადალახა და ატიკის სანაპიროს რამდენიმე მილში მიუახლოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქული წყალქვეშა ნავი ბერძნულმა ვერტმფრენმა აღმოაჩინა.

ინციდენტთან დაკავშირებით საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა და ვერტმფრენების ეკიპაჟები წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ჰიდროლოკატორებით ეგეოსის ზღვის უბნებს ამოწმებენ. „არმი ვოისი“ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში ექვსიდან რვამდე თურქული წყალქვეშა ნავის შესახებ იუწყება.