მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება სასტუმროში განთავსებაზე დამატებითი გადასახადის დაწესებას აპირებს
მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება სასტუმროში განთავსებაზე დამატებითი გადასახადის დაწესებას აპირებს

თურქეთის ხელისუფლება სასტუმროში განთავსებაზე დამატებითი გადასახადის დაწესებას აპირებს, – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურაიეთი“ იუწყება.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, თურქეთის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს კანონი, რომელიც ახალი გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია სასტუმროში განთავსების გადასახადზე, რომელიც, სავარაუდოდ, ნომრის ღირებულების ორი პროცენტი იქნება.

აღნიშნული გადასახადის გადახდა ტურისტებს, არსებული ინფორმაციით, 2020 წლის აპრილიდან მოუწევთ.