მედიის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ობიექტები და ნავთობის საცავები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

15:46, 15.03.2021

სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ობიექტები და ნავთობის საცავები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ალეპოს აეროპორტიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. სარაკეტო შეტევა ჯარაბლუსის და ალ-ბაბის ოლქებში განხორციელდა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება რუსეთის მთავრობას გაეგზავნა, სადაც ანკარამ სირიის რეჟიმისგან ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რაიონები იმ ზონაშია, სადაც თურქეთმა 2016-2017 წლებში ქურთული სამხედრო ჯგუფების და რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. აღნიშნულ ტერიტორიას თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიელი სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ.

მსგავსი