მედიის ინფორმაციით, სატვირთო გემი „რაზონი“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება
მედიის ინფორმაციით, სატვირთო გემი „რაზონი“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება

სატვირთო გემი „რაზონი“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქეთამდე ე.წ. „მარცვლეულის დერეფნით“ მივიდა, სადაც ხომალდი დაათვალიერა უკრაინის, გაერო-ს, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ჯგუფმა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიდან.

„რაზონი“ პირველი ხომალდია, რომელმაც უკრაინული საკვები პროდუქტი 24 თებერვლის შემდეგ ოდესის პორტიდან გაიტანა. გემი 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული.

სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი „რაზონი“ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება. დღეისათვის ოდესის რეგიონის პორტებში რჩება უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ 16 გემი, რომლებიც გამგზავრებას ელოდებიან.