მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელს ყელის არეში ჭრილობები მიაყენა
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელს ყელის არეში ჭრილობები მიაყენა

საფრანგეთში სავარაუდო ტერორისტული თავდასხმას პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომელს ყელის არეში ჭრილობები პოლიციის შენობაში მიაყენა. ინციდენტი პარიზიდან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ რამბუიეში მოხდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 48 წლის ქალ პოლიციელს თავს საფრანგეთში მცხოვრები ტუნისელი მამაკაცი დაესხა.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

თავდამსხმელს პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც მიღებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ოფისმა გამოძიება ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებით საჯარო ხელისუფლების პირის მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყანამ ერთ-ერთი გმირი „უსასრულო სიმხდალის ბარბაროსული ჟესტის“ შედეგად დაკარგა.