მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში შტორმის გამო 100 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში შტორმის გამო 100 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში შტორმ „ამელის“ გამო 100 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო 17 რეგიონში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 163 კილომეტრს აღწევს.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. რეგიონის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკაონ სახლებიდან გამოსვლისგან.