მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ლიონში კვერცხები ესროლეს

16:11, 27.09.2021

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ლიონში კვერცხები დაუშინეს. მაკრონი ერთ-ერთ გამოფენას ესწრებოდა, ხალხის ნაკადში გავლისას კი მას კვერცხები ესროლეს.

ვიდეო სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი