საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს
საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა უმცროსმა მინისტრმა, მარლენ შიაპამ კომენდატის საათის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, „ყველა ზომა განიხილება, გამორიცხული არაფერია“.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის 8 505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 95 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდნეობა ქვეყანაში 32 825-ს შეადგენს. პანდემიის დასაწყისიდან დღმდე,  საფრანგეთში სულ კორონავირუსის 743 479 შემთხვევაა გამოვლენილი.