მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედროს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედროს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის სამხედროს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფრანგმა ოფიცერმა, რომელიც იტალიაში დისლოცირებულ ნატოს ძალებში მსახურობს, საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა.

„უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უფროსი ოფიცრის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორანს პარლიმ.