მედიის ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოსოფიევკაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

აფეთქებები გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა კიროვოგრადის, ჩერკასის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში.

„უკრენერგოს“ ცნობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ავარიული გათიშვები ფიქსირდება ოდესაში, სადაც სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და ქალაქი დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი. ელექტროენერგია არ მიეწოდება მიკოლევსაც, კიევის მოსახლეობა კი თავს მეტროსადგურებს აფარებს.