მედიის ინფორმაციით, რუსეთი ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე სამხედრო წვრთნებს მართავს
მედიის ინფორმაციით, რუსეთი ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე სამხედრო წვრთნებს მართავს

რუსეთი ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე სამხედრო წვრთნებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებების ფარგლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ზღვაში სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებაში გაივლის წვრთნას.

მანევრების დროს გამოყენებულია რუსული სარაკეტო კომპლექსი „ბასტიონი“, რომელსაც ზღვაში 350 კილომეტრის სიშორეზე მდებარე სამიზნის განადგურება შეუძლია. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის წვრთნები უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მანევრებს ემთხვევა, რომელშიც აშშ-ის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მონაწილეობენ.