მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავა 

15:26, 17.10.2022

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ჯაჰით ბაღჩიმ განაცხადა.

„სამ დღეში ჩვენი პრეზიდენტის თვითმფრინავი მეორედ დაეშვება ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მანამდე ივლისში პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას გეგმავს.

მსგავსი