მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

22:21, 23.04.2021

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 332 ადამიანს, მათგან 65-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 102 ინფიცირებული, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული, 84 წლის ქალი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 221-ს შედგენს.

ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის 14 247 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 13 375 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

მსგავსი