მედიის ინფორმაციით, კიევი უკრაინაში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით არის დაინტერესებული
მედიის ინფორმაციით, კიევი უკრაინაში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით არის დაინტერესებული

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ოფიციალური კიევი უკრაინაში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით არის დაინტერესებული.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ცადიმ პრისტაიკოზე დაყრდნობით იუწყება.

„მე ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს და ვუთხარი მას, რომ დაინტერესებულები ვართ ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანის დანიშვნით, რომელიც ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესს გაუძღვება“ ,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის შედეგ თანამდებობა დატოვა.