მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება
მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება. შესაბამისი ინფორმაცია გამოცემა „პოლიტიკომ“ მოიპოვა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე შესაძლო კანდიდატები იყვნენ ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი.

იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ის აღნიშნულ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. როგორც მოსალოდნელია, მისი შემცვლელის ვინაობა მომავალ წელს დასახელდება. ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლის არჩევა, შესაძლოა, განიხილოს როგორც ზედმეტად მტრული გზავნილი მოსკოვისადმი.