მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული მედია ერთ-ერთ სასულიერო პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ინფიცირებულები მთავარეპისკოპოსი გური და ეპისკოპოსი ვენიამინი არიან. როგორც ღვთისმსახური ალექსანდრ შრამკო წერს, მთავარეპისკოპოსი რეანიმაციაში იმყოფება.
ბელარუსული მედია წერს, რომ სავარაუდოდ უკვე ინფიცირებული სასულიერო პირები 9 აპრილს მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაში მონაწილეობდნენ.