მედიის ინფორმაციით, მექსიკაში მხოლოდ 2020 წელს 19 ჟურნალისტი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, მექსიკაში მხოლოდ 2020 წელს 19 ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მოკლეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალეხანდრო ენსინასის განცხადებით, წლის დასაწყისიდან დღემდე მოკლულია 19 ჟურნალისტი. სულ კი 2010 წლის შემდეგ მედიის 138 წარმომადგენელი. 2019 წელს ეს რიცხვი 17 იყო.

მექსიკა ხშირად არის მოხსენიებული მსოფლიოში ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნად ჟურნალისტებისთვის. ყველაზე სახიფათო შტატებად კი სონორა, გუერერო, ვერაკრუზი და მიჩოაკანი სახელდება.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება პრეზიდენტმა, ლოპეს ობრადორმა გადაიბარა, მოკლული 38 ჟურნალისტიდან, მხოლოდ 5 %-ის შემთხვევაში შეძლეს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.

დატოვე კომენტარი