მედიის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში მისასვლელად მზად არის

09:15, 27.04.2018
Facebook CEO Mark Zuckerberg smiles as he testifies before a joint hearing of the Commerce and Judiciary Committees on Capitol Hill in Washington, Tuesday, April 10, 2018, about the use of Facebook data to target American voters in the 2016 election. (AP Photo, Alex Brandon)

მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში მისასვლელად მზად არის. როგორც Politico იუწყება, Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ევროპარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს, სავარაუდოდ, მაისში უპასუხებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, ცუკერბერგის ევროპარლამენტში მისვლის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ მარ ცუკერბერგს ევროპელი დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანიმ სთხოვა. საქმე კი ბრიტანულ კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება, რომლის მიხედვითაც Facbook-ის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბოროტად გამოიყენეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეებიც.

როგორც Politico წერს, ცუკერბერგმა ევროპარლამენტში გამოსვლის ფორმატი და პირობები დაასახელა, რის შესახებაც მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

Facebook-ის დამფუძნებელი, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება, რადგან პლენარულ სესიაზე მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერებს უსმენენ.

მსგავსი