მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ სევეროდონეცკთან რუსი სამხედროების კოლონა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა სამხედროებმა მოახერხეს რეგიონში გამაგრება და მხარდაჭერა მიიღეს სეპარატისტული მებრძოლებისა და ხარკოვის რეგიონიდან გაქცეული ძალების სახით.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ათი დასახლებული პუნქტის მიმართულებით. რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი.